რეზონანსი
25.10.2018

 ბიძინა ივანიშვილის მიერ მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებამ სინოდის წევრები გააღიზიანა. სასულიერო პირები აქციებს აანონსებენ.

"მარიხუანის ლეგალიზაცია და კულტივაციაც მიუღებელია, ყოვლად დაუშვებლად და განხილულიც არ უნდა იყოს. ეს არის ჩემი და ეკლესიის პოზიცია", - განაცხადა მესტიისა და სვანეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ილარიონმა.

კანაფის კულტივაციას ეწინააღმდეგება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტიც.

"როგორც მღვდელმთავარი, რა თქმა უნდა, არ ვარ თანახმა და ვეწინააღმდეგები. ჩვენი უწმიდესი პატრიარქი ალბათ ბრძანებს ამის შესახებ რამეს"- თქვა მეუფე ანანიამ.

2 დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ კანაფის კულტივაციის იდეა მას ეკუთვნის. მისი თქმით, კანონპროექტზე დისკუსიის გაგრძელებას კვლავ აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×