ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ ხელისუფლება სპორტსმენებს რაზმავს. საქმე ეხება გვარამის მიერ, ლაშა ტალახაძის კრიტიკას:
„როგორც შევიტყვე, ხელისუფლება ქართველ სპორტსმენებს რაზმავს, რომ “დამგმონ” ლაშა ტალახაძე როგორ გავაკრიტიკე, მოღალატე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის.
ჯერ ერთი, ჩემი საქმეა, ვის ვუგულშემატკივრებ და ვის არა, ვინ მომეწონება და ვინ არა. მეორე, ლაშა ტალახაძე კი არა, ილია ჭავჭავაძის კრიტიკაც დასაშვებია. და მესამე და მთავარი – სამშობლოს მოღალატის გვერდში მდგომი, ლაშა ტალახაძე კი არა, ჩემი შვილი სანდრო გვარამია არ მინდა.
იმედია, არ აყვებით ამ სიბინძურეში წარმავალ ქართულ ოცნებას. თუ აყვებით და სამარეში ჩაყვებით სალომე მოღალატეს და პახანა ბიძინას, ეგეც თქვენი პრობლემაა".