რეზონანსი
24.10.2018

 ბოლო ინფორმაციით, რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქებისას დაშავებული 9 წლის გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა. რუსთავში აფეთქება კვირას, ავტოფარეხის დემონტაჟის დროს მოხდა. შედეგად დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ერთ-ერთი მათგანის, 9 წლის გოგონას მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ექიმების ინფორმაციით, გოგონა რეანიმაციაში რჩება, თუმცა უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს - ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს.

რაც შეეხება აფეთქებისას დაშავებულ 12 წლის ბიჭს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, გართულებების გარეშე. მოზარდმა ქუსლის ტრავმა მიიღო და ის იაშვილის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×