რეზონანსი
24.10.2018

1-ლი ნოემბრიდან საბანკო სესხებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ერთ-ერთი ცვლილება თავდებობასაც შეეხება. კერძოდ, სესხის გაცემისას 1-ლი ნოემბრიდან თავდები პირის შემოსავლების შემოწმებაც სავალდებულო გახდება.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, იყო შემთხვევები, როდესაც თავდებმა პირებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ კარგი ფინანსური მდგომარეობა, არ იცოდნენ, თუ რა პასუხისმგებლობას იღებდნენ თავდებობით და ხშირად ქონებაც დაუკარგავთ.

"ვფიქრობთ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესშიც უფრო ნათლად გამოიკვეთოს - ზოგადად, რას ნიშნავს თავდები და აეხსნას პირს თუ რა ვალდებულება აქვს მას. ამ მიმართულებითაც სამუშაო პროცესი მიმდინარეობს კომერციულ ბანკებთან", - აღნიშნა გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×