რეზონანსი
24.10.2018

 საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მგელიაშვილმა, ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას შვილს სასამართლო დარბაზში რეპლიკით გამოეხმა, დარბაზის დატოვება მოსხოვა.

"6 წელი გადის, რაც ახლიდან განახლდა ბუტას საქმე და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რაც უკვე გაუსაძლისია ჩემთვის, ვითმენ ამდენი წლებია, კრიმინალებისგან შეურაცხყოფებს, ცინიზმს და რაც მთავარია ამაზრზენ ჩვენებებს , რომლებსაც როცა როგორ დასჭირდებათ ისე ცვლიან. დამნაშავეებს საშინელი ზეწოლის ქვეს ჰყავდათ ჩვენი მოწმეები,შეურაცხყოფბს აყენებდნე პროკურორებსაც, მოსამართლესაც კი უბედავდნენ შენიშნებს. თუმცა გასაოცარი ის იყო რომ მოსამართლე მგელიაშვილი, ოლიმპიური სიმშვიდით ადევნებდა თვალს პროცესებზე მიმდინარე ბალაგანს. ის კი არადა, სულ ბატონობით და დიდი მოწიწებით მიმართავდა დამნაშავეებს, მათთვის ყველაფერი ნებადართული იყო და არის, თუმცა ჩვენს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ვერ ვხედავ. 

მან არა ერთხელ დახურა სხდომები და გაგვაძევა დარბაზიდან, ბუტას მამაც გააძევა რამდენიმე პროცესის წინ და არ უშვებს სხდომებზე. სწორედ ასე მოიქცა დღესაც, მხოლოდ იმიტომ რომ დღევანდელ პროცესზე ვისმინე საოცარი ტყუილები ფირცხალავასგან, საკმაოდ ვითმინე ეს ყველაფერი, მხოლოდ ერთი რეპლიკა ვუთხარი მას, რაზედაც “აღშფოთდა” კრიმინალი ფირცხალავას შვილი, რომელიც პროვოკაციების მოსაწყობად იყო მოსული. მან თავხედურად, მოსთხოვა მოსამართლეს სიმკაცრე გამოეჩინა ჩემს მიმართ, წარმოგიდგენიათ ვისთან მაქვს საქმე? რაზედაც მე საკადრისი პასუხი გავეცი. 

სწორედ ამის მერე მოსამართლე მგელიაშვილმა, მაშინვე გაითვალისწინა ფირცხალავას შვილის მოთხოვნა და დაგვატოვებინა დარბაზი. უფრო მეტიც, დაგვესიენ მანდატურები, სწორედ ისე, სააკაშვილს დროს რომ იყვნენ სასტიკი მოძალადეები და ძალის გამოყენებასაც აპირებდნე ჩვენზე. ერთი მანდატური ეუბნებოდა მეორეს, რაღას უყურებ მოკიდე ხელი და გააიყვანეო ანუ ძალის გამოყენებაზე მიუთითებდა, წარმოგიდგენიათ, იმას, რასაც ვერ მიბედავდნენ ნაცების დროს, დღეს ეს გამიბედეს", - აცხადებს ია მეტრეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×