რეზონანსი
24.10.2018

 (რეზონანსი) დავით ყიფიანის სახელობის თასის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო მატჩი ლანჩხუთში ქობულეთის „შუქურასა" და ქუთაისის „ტორპედოს" შორის გაიმართა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 9 წუთში 3 გოლის გატანა მოახერხა.

მატჩის საწყის წუთებში ანგარიში „შუქურამ" გახსნა, გუნდი მე-3 წუთზე ომარ ბულუხაძემ დააწინაურა. 51-ე წუთზე წონასწორობა მერაბ გიგაურმა აღადგინა. 2 წუთში თორნიკე კაპანაძემ თავური დარტყმით ქუთაისლები დააწინაურა, მე-60 წუთზე კი გიორგი ქიმაძემ საბოლოო ანგარიში - 1:3 დააფიქსირა.

„ტორპედოს" გარდა საქართველოს თასის ნახევარფინალში „დინამო თბილისი", „გაგრა" და „თელავი" ითამაშებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×