რეზონანსი
24.10.2018

 (რეზონანსი) სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება" შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am ავრცელებს.

პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 24 ოქტომბერს გაიმართა. პარტია „სომხური ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: პოლიტოლოგი არმენ მკრტჩიანი, იურისტი ცოლაკ გრიგორიანი, ყარაბაღის ომის ერთ-ერთი მეთაური არშაკ არშაკიანი, ეკონომისტი სმბატ როსტომიანი, აღმოსავლეთმცოდნე გეგამ არუტიუნიანი, იურისტი დავიდ ხოსროვიანი და ადვოკატი არტავაზდ სარქისიანი.

პარტიის შექმნასთან დაკავშირებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „ხავერდოვანმა რევოლუციამ" სომხეთის მოქალაქეები კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის მძიმე უღელისგან გადაარჩინა და საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, ნამდვილი დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვის სისტემა უნდა შეიქმნას.

 

1tv.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×