რეზონანსი
24.10.2018

 (რეზონანსი) "დილიდან სრული ქაოსი, ისტერიკა და პანიკაა "რუსთავი 2"- ში, "ნაცებში" და მათ ენჯეოებში. 29 -ში ნიკა გვარამიას რომელ საათზე მიარბენინებენ აეროპორტში?" - ამ სარკასტულ პოსტს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ყუფარაძე "ფეისბუქის" გვერდზე წერს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის გუშინდელს ინტერვიუს ეხმაურება.

მანამდე ყუფარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: - "მიჯირყვნა ივანიშვილმა შოთას კვესიტაძეს. გვარამია სულ წიწაკებს უყრიდა ვაიბერშიო"

ივანიშვილმა "რუსთავი 2" მატყუარად და "ნაციონალური მოძრაობის" იდეების გამტარებლად, ჟურნალისტები კი არაპროფესიონალებად მოიხსენია. მისივე თქმით, "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სიუჟეტები მიკერძოებულად არის გაშუქებული.

 

მარშალპრესი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×