რეზონანსი
24.10.2018

 ესპანეთის პოლიციამ ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების ათი წევრი დააკავა. სამართალდამცველებმა ატლანტიკის ოკეანეში მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი გააჩერეს, რომელზეც 1400 კილოგრამი კოკაინი აღმოჩნდა. დაკავებული ათი პირიდან მათ 7 თურქი, ერთი ქართველი, ერთი უკრაინელი და ერთი კი, ბულგარელია. იგი სამხრეთ ამერიკისა სანაპიროებისკენ მიცურავდა, თუმცა არც ერთ პორტში არ შესულა, შემდეგ კი გეზი ევროპისკენ აიღო.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, გემზე სამართალდამცავებმა წყალში გადასაყრელად გამზადებული 41 კონტეინერი აღმოაჩინეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ დაკავებული პირები თურქული მაფიის წევრები არიან, რომლებიც ევროპაში ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვაში და ვაჭრობაში არიან ჩართულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×