რეზონანსი
24.10.2018

 (რეზონანსი) სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს. მას გირაოს სახით 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

თვალავაძის ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გია თვალავაძეს გამოძიება ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობას ედავება. 26 სექტემბერს 6 დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 დაკავებულიდან 3 ბრალს არ აღიარებდა, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. გამოძიების ინფორმაციით, 15 აფთიაქში ურეცეპტოდ 15 მილიონ ლარზე მეტი მედიკამენტები გაიყიდა. 6 დაკავებულის გარდა, პასუხისგებაში მისცეს 15 პირი. გამოძიების ინფორმაციით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას, მსგავს ფაქტებზე არ ახდენდა სათანადო რეაგირებას, როდესაც ცხელ ხაზზე შედიოდა ზარები.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს არის ჩანიშნული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×