ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს:
„ბოლო ორი კვირაა, ხონის ფსიქიატრიულიდან მირეკავს პატიმარი, სახელად ხვიჩა და მთხოვს, დამეხმარეთო... საჭმელში რაღაცას მიყრიან და ჩემი მოკვლა უნდათო...
ვაწყნარებდი და ვანუგეშებდი, გავაშუქებ, გავახმოვანებ, უბრალოდ მითხარით რატომ უნდათ თქვენი მოკვლა, ვის აწყობს ან რაშია საქმე-თქო? რამე სკანდალურ ინფორმაციას ფლობთ-მეთქი? ამ კითხვებზე ვერ მპასუხობს... თუმცა თვლის, რომ მისი მოწამვლა უნდათ... ორ დღეში ერთხელ მირეკავს, სულ, შეუჩერებლად...
ჰოდა, შესაბამისმა უწყებებმა მიხედეთ ამ კაცს და გაარკვიეთ, რა ხდება! გავგიჟდი უკვე! ავდგები და სტილის დაცვით დავწერ, რას მეუბნება ეს კაცი და მერე არ დაიწყოთ წუწუნი!“ - წერს ნინო ლაბარტყავა.