პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილის თქმით, როდესაც ახალგაზრდები ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავენ, საზღვარგარეთ მიდიან. ამიტომ საინტერესო მიმართულებაა ინოვაციები და ნოვატორული პროექტები და ამ სფეროს განვითარებაში თავადაც იქნება ჩართული.
„ტექნოპარკები ძალიან საინტერესო წამოწყებაა. მე არაერთხელ ვარ ნამყოფი თბილისში და ასევე რეგიონებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მსურს, სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან დავეხმაროთ ახალგაზრდებს. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რამდენად დაეხმარება მათ ეს ფონდი.
ახალგაზრდები მიდიან ქვეყნიდან, სადაც ვერ ხედავენ პერსპექტივას, სადაც არ ფასდება მათი ინიციატივები, ეს ყველაზე მეტად აკლია ამ საზოგადოებას. სახელმწიფოს სჭირდება ახალი სისხლი და ინიციატივები. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც ჩართული ვიქნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.