(რეზონანსი) თბილისის №202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი დირექტორმა თანამდებობა დატოვა - პირველი ნომბრიდან სკოლას ახალი დირექორი ეყოლება. მოქმედმა დირექტორმა აღნიშნული გადაწყვეტილება სახალხოდამცველის მიერ მომზადებული ანგარიშის შემდეგ მიიღო.
როგორც პირველ არხს განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ განუცხადა, სახალხო დამცველის ანგარიშს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა ასევე აცხადებს, რომ სკოლის ერთჯერადი, ორსაათიანი შემოწმება საკმარისი არ არის სრულყოფილი დასკვნის მოსამზადებლად.
სამინისტრო, კვებასთან დაკავშირებით, ანგარიშის შინაარსს არ ეთანხმება, რადგან სკოლაში მენიუ განახლდა და მოსწავლეები დაბალანსებულ კვებაზე გადავიდნენ.
რაც შეეხება ფიზიკურ და ვიზუალურ კონტროლთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გამოთქმულ შენიშვს, დგებუაძემ აღნიშნა, რომ ამ მხრივ შესაძლო დარღვევებს სამინისტრო თავად სწავლობს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, თბილისის N202 საჯარო სკოლაში (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) დარღვევები გამოვლინდა.
ომბუდსმენის ოფისის პრევენციული ჯგუფის კვლევის თანახმად, განსაკუთრებით საყურადღებოს პანსიონური მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ცხოვრების პირობებია, რადგან მისაწვდომობა, უსაფრთხოება, კვება და სამედიცნო მომსახურება დამაკმაყოფილებელი არ არის.
"დადგინდა, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას მათი უწყვეტი ვიზუალური და ფიზიკური კონტროლი წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის მხრიდან საკმაოდ უხეში ფორმებით ხორციელდება. კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სსსმ მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის",-ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში
მეტრონომი