რეზონანსი
24.10.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „ართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში აფასებენ. უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ივანიშვილის ინტერვიუ იყო ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა:

„ვფიქრობ, ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას დაანახა სიმართლე და სიცრუე, აჩვენა თეთრი და შავი, აჩვენა რა არის დღეს რეალობა.

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად და გაბედულად მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა სჭირდება დღეს საზოგადოებას და როგორი არ უნდა იყოს დღეს მედია. საზოგადოებას სჭირდება ძლიერი მაკონტროლებელი. ეს სჭირდება ხელისუფლებასაც, თუმცა არავის სჭირდება სიცრუე და წარსულში არსებული ძალიან უმსგავსო მეთოდების გამოყენება, რაც დავასრულეთ 2012 წელს.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავლის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ქვეყანაში საჭიროა ინსტიტუტების და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერება, საჭიროა იყოს წესრიგი და ეს უნდა იგრძნობოდეს სწორედ ვერტიკალსა და მმართველ გუნდში. საჭიროა იმ ადამიანების წინ წამოწევა, დაფასება და მათი შესაძლებლობების რეალიზება, ვინც მოიტანა 2012 წლის გამარჯვება. ამ გამარჯვების მთავარი შინაარსი იყო იდეალებისთვის ბრძოლა, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ეწირებოდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×