რეზონანსი
24.10.2018

 (რეზონანსი) "ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დროს ვნახეთ, როგორ შეიძლება აიტანო ყველანაირი შეკითხვა და უზრდელობა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ სამი ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო საინტერესო, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც რესპონდენტიც არის, ასევე მედიატორობს დისკუსიების დროს, აიტანოს ყველანაირი შეკითხვა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ისინი აიტანოს, არამედ დეტალური პასუხებიც გასცეს და აიტანოს ისიც, როდესაც მას უზრდელად ექცევიან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×