რეზონანსი
24.10.2018

 ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის 31 %-ით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. 27 %-ით მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მესამეზე 11 %-ით კი, დავით უსუფაშვილი.

ამასთან, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – 5-5%-მა განაცხადა, რომ მხარს დავით ბაქრაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს, 3% მიიღო შალვა ნათელაშვილმა, 6 %-მა აირჩია პასუხი „სხვა“, 12%-მა კი განაცხადა, რომ ხმას არც ერთ კანდიდატს არ აძლევს.

გამოკითხვა 22-23 ოქტომბერს მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 24 453-მა მოქალაქემ მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×