რეზონანსი
23.10.2018

 “საქმის მოსაგვარებლად რომ იყო მოსული ოქუაშვილი ჩემთან, იმ ჩანაწერებით არ ჩანს. ოქუაშვილს შევხვდი, როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს. ძალიან კარგი პროექტის გაკეთებას ვაპირებდით”- ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 3 ჟურნალისტთან ინტერვიუსას განაცხადა.

“ბიზნესმენების სიარული დღესაც გაგრძელდება ჩემთან და მე გავაგრძელებ ბიზნესმენების დახმარებას, რამეთუ საქართველოში ბიზნესი მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს და სიმდიდრე შეიქმნას ქვეყანაში. მხოლოდ ბიზნესმა უნდა დაასაქმოს და არა ხელისუფლებამ საზოგადოება.

ოქუაშვილი და ყიფიანი ჩემთან იმ მიზეზით მოვიდნენ, როცა მათ თამბაქოს წარმოებაზე ჰქონდათ პრეტენცია, რაც მე ძალიან გამიხარდა. ყიფიანთან რამდენიმე შეხვედრისას დავაზუსტე ეს თემა. ბაჩიაშვილთან გავუშვით, გადაწყდა, რომ მე პრინციპში დავაფინანსებდი ამას. ყიფიანსაც იქ წილი ექნებოდა, როგორც თვითონ მოვიდა. მინიმალური 10 მლნ დოლარი იქნებოდა ამ პროექტის ღირებულება", - განაცხადა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×