"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ, ბუნებრივია სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა და ოქტომბერში, შესაძლოა, ამ მიმართულებით დიდ ზრდასთან გვქონდეს საქმე. მისი განმარტებით, საბანკო სექტორში პორტფელის კლება მოსალოდნელია ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ძალაში ახალი რეგულაციები შევა.
„პირველი ნოემბრიდან რეგულაციების ძალაში შესვლის შემთხვევაში საბანკო სექტორში ზრდა ფაქტიურად არ იქნება, ალბათ შემცირებისკენ იქნება ტენდენცია ნოემბერ-დეკემბერში. ხოლო მიკროსაფინანსო ინსტიტუტებში, რომლებსაც რეგულაცია არ შეეცვლებათ და ის მხოლოდ პირველი იანვრიდან ამოქმედდება, იქნება გაცილებით დიდი ზრდა. რადგან რაც შემცირდება საბანკო ინსტიტუტებში, გადავა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში“,- აცხადებს "ბიემთან" ბანკირი.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკისგან განსხვავებით, საბანკო სექტორი არ ფიქრობს, რომ საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მათი პორტფელი 12-15%-ით გაიზრდება.