რეზონანსი
23.10.2018

 (რეზონანსი) „ქართული ოცნება" იძენს „ნაციონალების" თვისებებს და „ნაციონალები" „ოცნებას" ემსგავსებიან", - ამის შესახებ განცხადებას ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე აკეთებს.

"ივანიშვილი ჩაციკლულია სააკაშვილზე, სააკაშვილი ჩაციკლულია ივანიშვილზე. „ოცნება" ჩაციკლულია „ნაციონალებზე" და განვლილ 9 წელზე. თავის მხრივ, „ნაციონალები" ჩაციკლული არიან „ოცნებაზე". არადა ცნობილია, - რაზეც ჩაიციკლები, შემდეგ შენ თავად ხდები ის. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, სააკაშვილი ივანიშვილდება და ივანიშვილი სააკაშვილს ემსგავსება. „ქართული ოცნება" იძენს „ნაციონალების" თვისებებს და „ნაციონალები" „ოცნებას" ემსგავსებიან. დაპირისპირებული მხარეები ერთი მედლის მხარეებს ესგავსებიან", - აცხადებს სარჯველაძე "ინტერპრესნიუსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×