
ლარის გაუფასურების პარალელურად შესაძლოა გაზსა და ელექტრო ენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფების გაიზარდოს. როგორც ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავა აცხადებს, ტარიფების გადახედვის მოთხოვნით გაზმომარაგებაზე მომუშავე კომპანიებმა სემეკს უკვე მიმართეს.
ირინა მილორავას თქმით, წლის ბოლომდე გახდება ცნობილი, მოიმატებს თუ არა ბუნებრივ აირის სამომხმარებლო ტარიფი.
„სატარიფო განხილვა ეხება რამდენიმე კომპანიას. ეხება გაზის ტრანსპორტირების კომპანიას. კომპანია „ყაზტრანსგაზს“, „საქორგაზს“ და "სოკარ ჯორჯია გაზს“. შესაბამისად, როგორ იქნება საბოლოოდ სამომხმარებლო ტარიფი, დამოკიდებულია ამ კომპანიების ტარიფების დადგენაზე. პასუხი გვეცოდინება ამ წლის ბოლომდე“, - განაცხადა მილორავამ.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გადასახადს, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თქმით, თუ კომპანიები განაცხადებენ, რომ მათი ხარჯები შეიცვალა, მაშინ მათ აქვთ უფლება, რომ მიმართონ სემეკს ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით.