რეზონანსი
23.10.2018

 (რეზონანსი) ე.წ. სტაიანშჩიკების ქუჩაში დგომა უკანონო საქმიანობაა და შესაძლოა, აიკრძალოს, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

როგორც მუმლაძემ აღნიშნა, მოქალაქეებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ ამ ადამიანებს თანხა გადაუხადონ.

„ე.წ. სტაიანშჩიკების ყოფნა დედაქალაქში თქვენი ბრალიც არის, ჩემიც და იმ ჩინოვნიკებისაც, ვინც ამ ადამიანებს შეცოდების გამო ფულს უხდის. ეს არის ჩვენი შექმნილი პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ესეც მოგვარდება და კონკრეტული ზომები იქნება მიღებული. არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ამ ადამიანებს თანხა გადავუხადოთ. ეს არის მათი უკანონო შემოსავალი. ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რომ ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. რეალურად, „სტაიანშჩიკების" ქუჩაში დგომა აკრძალულია და კანონდარღვევაა, ეს არის მათი აღურიცხავი შემოსავალია. ხალხის ნება თუ იქნება, ესეც აიკრძალება", - განუცხადა მამუკა მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×