რეზონანსი
23.10.2018

 (რეზონანსი) "მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილისთვის არის მოახლოებული არჩევნები იმიტომ, რომ თუ მისი კანდიდატი ვერ გავიდა, ეს მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ სერიოზული მუჯლუგუნი იქნება", - ამის შესახებ განცხადებას ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე აკეთებს.

"თუ გავიდა, ეგეც პრობლემატურია, მარგველაშვილი მისი რჩეული კი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთლად ასე არ ყოფილა, რადგან მარგველაშვილი მას არ დაექვემდებარა. ჩემი აზრით, ახლაც იგივე სიტუაციაა, თუ ივანიშვილმა ზურაბიშვილი პრეზიდენტად მოიყვანა, მას მარგველაშვილი სანატრელი გაუხდება. მოსახლეობასაც ექნება ზურაბიშვილის მიმართ პრეტენზიები და თავად ზურაბიშვილმაც შეიძლება მას თავის ტკივილები გაუჩინოს ისევე, როგორც ამას მარგველაშვილი უჩენდა. ამის სიმპტომები ნელ-ნელა გამოჩნდება", - ამბობს სარჯველაძე "ინტერპრესნიუსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×