რეზონანსი
23.10.2018

 „რუსთვი 2“-ის გადაცემას „დილა უქმეებზე“ ახალი მუსიკალური რუბრიკა დაემატა, რომელსაც მუსიკოსი თამარ ჭოხონელიძე უძღვება. მომღერალი ერთი სიმღერის ისტორიას უამბობს მაყურებელს სტუმართან ერთად. შემდეგ აღნიშნული სიმღერა ამავე დაგაცემაში ცოცხლად შესრულდება.

სწორედ ეს რუბრიკა დაანონსა გადაცემის პროდიუსერმა, ოთარ ქირიამ თავის "ფეისბუქგვერდზე", რასაც მალევე სოფო ნიჟარაძის კომენტარი მოჰყვა – „ნუ, ცოტა ძაან სასაცილოა ეს ყველაფერი“, – დაწერა ნიჟარაძემ.

"პრაიმტაიმი" დაინტერესდა რამ გაამხიარულა სოფო ნიჟარაძე. „ჩემი კომენტარების კომენტარს მერე აღარ ვაკეთებ. რაც იმ წამს მინდოდა მეთქვა, დავწერე, ამის განმარტება აღარ მსურს“ – უპასუხა მან ჟურნალისტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×