რეზონანსი
23.10.2018

 (რეზონანსი) ტელეკომპანია "კავკასიას" ყადაღა მოეხსნება, - ამის შესახებ განცხადებას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აკეთებს.

"დამირეკეს ამ წუთას და მითხრეს რომ გრაფიკი გაფორმებულია. ანუ ყადაღაც მოიხსნება", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.

ტელეკომპანია "კავკასიას" შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დღეს დაადო. ჯანგირაშვილის თქმით, ტელეკომპანია დავალიანებას გრაფიკით დადგენილი წესით იხდის, დავალიანების ოდენობა კი 8500 ლარამდეა შემცირებული. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად ტელეკომპანიამ საგადასახადო სამსახურს მიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×