რეზონანსი
23.10.2018

 (რეზონანსი) თბილისში, 30 წლის ქალბატონმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა. ქალბატონისთვის ეს მეოთხე შვილია.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

"ადგილზე მისულ ექიმებს ავტომანქანაში 30 წლის მშობიარე ქალი და მისი მეუღლე დახვდათ. ექიმებმა დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს და პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს. სწორედ ამ დროს ქალს მშობიარობა დაეწყო.

„მძღოლს მანქანა გავაჩერებინეთ. ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა. ეს პაციენტისთვის მეოთხე მშობიარობა იყო. დაიბადა ძალიან ლამაზი, ჯანმრთელი გოგონა. ყველა საჭირო მანიპულაცია ჩავატარეთ, გოგონა თბილად გავახვიეთ და დედა-შვილი უახლოეს სამშობიაროში გადავიყვანეთ. მოგვიანებით დავრეკეთ საავადმყოფოში, მოვიკითხეთ ჩვენი პაციენტები. კარგად არიან და ორ დღეში სახლში იქნებიან", - აღნიშნა უფროსმა ექიმმა ჯილდა ჭიჭაღუამ.

ბრიგადა 1116-ში ჯილდა ჭიჭაღუას გარდა, შედიან უმცროსი ექიმი ლია ბერიძე და მძღოლი დიმიტრი ზედგინიძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×