რეზონანსი
23.10.2018

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „იბერიის" თანამშრომლები ხელფასებისა და კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვენ. გამაფრთხილებელი აქცია თანამშრომლებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, ტელეკომპანიის შენობასთან გამართეს.

აქციის ორგანიზატორი „იბერიას" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრები იყვნენ. მათ სპეციალური განცხადება გააკეთეს და არხის ხელმძღვანელობას რამდენიმე დღიანი ვადა მისცეს.

"იბერიას" პროფკავშირების ხელმძღვანელის გიორგი ჯიბღაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნები ამ დრომდე ტელეკომპანიის დირექტორის მაკა ჯაფარიძის მიერ უგულებელყოფილია. თუ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, თანამშრომლები აცხადებენ, რომ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ და თანხების ასანაზღაურებლად სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×