(რეზონანსი) ისე გამოვიდა, რომ ლადო გრიგალაშვილი ანგელოზად გამოიყვანეს, - ამის შესახებ თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამამ მამუკა ნაცვლიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გარდაცვლილის მამამ ბრალდებულის ოჯახის წევრების გამოკითხვა შეაფასა.
„ვიცოდი, რომ ახალს არაფერს იტყოდნენ, ისინი არიან ნამუსგარეცხილი
ხალხი. მეგონა, რომ სანამ ლადო გრიგალაშვილის დედა დაიკითხებოდა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ. არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ. ჩვენებაში თქვეს, რომ ღირსეული შვილი მყავსო და ანგელოზად გამოიყვანეს. როგორც ზაქარია გრიგალაშვილმა თქვა, მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. მე შეხვედრაზე მინისტრი დამპირდა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში, თუმცა რა მოხდა იქ უკვე აღარ ვიცი", -განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება ლადო გრიგალაშვილის მამის ზაქარია გრიგალაშვილის სასამართლოზე დაკითხვას, როგორც მან დღეს განაცხადა, მის შვილსა და ანა ნაცვლიშვილს იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ.