(რეზონანსი) მადრიდის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში ნიკო შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქართველმა ძიუდოისტმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართული წარმოშობის ძიუდოისტი ისტორიაში პირველი ესპანელი გახდა, რომელმაც მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა და ბრუნეტეს მუნიციპალიტეტმა სწორედ ამის აღსანიშნავად მიაგო პატივი შერაზადიშვილს.
ღონისძიებას ფრან გარიგოსი, ტომას მორალესი, სარა როდრიგესი და ლაურა მარტინესიც დაესწრნენ, რომლებიც ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შერაზადაშვილთან ერთად ასპარეზობდნენ.
აღსანიშნავია, რომ იმავე ქალაქში უკვე არსებობს ნიკოს მწვრთნელის, კინო რუისის სახელობის ქუჩა. რუისი, თავის დროზე, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერხლის პრიზიორი გახდა და იმ დროს ესპანეთისთვის ესეც პირველი მსგავსი წარმატება იყო.