რეზონანსი
23.10.2018

 (რეზონანსი) რუსეთის საპატრისარქოში აცხადებენ, რომ არ არიან ვალდებულნი დაემორჩილონ კონსტანტინოპოლს. ეს განცხადება, რუსულმა ეკლესიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომემ თქვა, რომ ადრე თუ გვიან მოსკოვი ვალდებული გახდება დაემორჩილოს კონსტანტინოპოლის პატრიარქის უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილებას.

"მართლმადიდებელთა მსოფლიო კრება არ ანიჭებს კონსტანტინოპოლის პატრიარქს რაიმე პრივილეგიებს, გარდა პატივისცემის პრივილეგიისა, რაც არ აძლევს მას მისი ეკლესიის ფარგლებს გარეთ, სხვა უფლებამოსილებებს. შესაბამისად, არ ვართ ვალდებულები კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებებს დავემორჩილოთ", - განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა იგორ იაკიმჩუკმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×