რეზონანსი
23.10.2018

 (რეზონანსი) გაერთიანებულმა ოპოზიციამ სატელეფონო ჩანაწერები წარადგინა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლა ხდება და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.

ჩანაწერის ავტორი კონკრეტული პირებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი ეკითხება კომპანიის თანამშრომლებს, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

„- სატრანსპორტო კომპანიიდან ხომ მიიღეთ დავალება, რომ არჩევნებზე მიხვიდეთ?

- კი...

- და ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცეთ?

- ეგ კი, ეგ კი..."- პასუხობს ჩანაწერი ავტორს კომპანიის თანამშრომელი.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია საჯარო სამსახურის თანამშრომლების მობილიზებას ახდენს, რაც კანონდარღვევა და არჩევნების გაყალბების მცდელობაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×