რეზონანსი
23.10.2018

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, მისი სახლიდან მხოლოდ ტელევიზორი მოიპარეს.

როგორც დეპუტატი ამბობს, სახლში ამჟამად არავინ ცხოვრობს და მას ყურადღებას ადგილობრივები აქცევენ.

„სახლი უშუალოდ ჩემი არ არის. ის ჩემს გარდა, ჩემი ბიძაშვილებისიც არის. როცა სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ამ სახლში ვცხოვრობდი და ქუთაისში ფაქტობრივად, ეწერიდან დავდიოდი, მაგრამ ბოლო პერიოდში არ ვყოფილვარ. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ფანჯარა იყო გატეხილი. დათვალიერებით ნახეს, რომ ტელევიზორი იყო წაღებული. მართლაც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ტელევიზორი წაიღეს და სხვა არაფერი დაკარგულა. ამის შემდეგ ორ-სამ დღეში მითხრეს, რომ ქურდები დააკავეს და საქმე გახსნეს. სახლში არავინ ცხოვრობს და როგორც სოფელში ხდება, მას ადგილობრივები აქცევენ ყურადღებას", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" გიორგი კახიანმა.

დეპუტატის სახლის გაქურდვის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×