რეზონანსი
23.10.2018

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ დანიაში, ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს. მინისტრმა თქვა, რომ ეკა გიგაური სავარაუდოდ მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში, თუმცა დღემდე სასამართლოში არ გამოცხადებულა.

„არ გცხვენია თეა, აქ ამას რომ ლაპარაკობ? ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენ სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში. მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა, როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით“, - აცხადებს გიგაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×