რეზონანსი
23.10.2018

 რუსთავში მომხდარი საშინელი აფეთქების შესახებ ახალი, აქამდე უცნობი დეტალები ხდება ცნობილი.

აფეთქების ადგილიდან, დაახლოებით 300-500 მეტრის რადიუსში, სხვადასხვა ადგილას მიწაზე იწვნენ დაჭრილები. აფეთქებული ჟანგბადის 2 ბალონიდან ერთი მათგანი მთლიანად ნაწილებად დაიშალა და ნამსხვრევები ბინებში, მაღალი დარტყმის ძალით მიმოიფანტა, ხოლო მეორე ბალონი წნევამ დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით გადააგდო, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, კედლიდან ასფალტზე, ასფალტიდან იქვე არსებულ ბეტონის ავტოფარეხზე აისხლიტა და საბოლოოდ იქვე დაეცა.

 "ინფორუსთავის" ცნობით, ერთ-ერთ კორპუსში, სადაც ნამსხვრევი შევარდა, ბალონის ნატეხმა აფეთქებიდან დაახლოებით 500 მეტრში გაიარა აივნის ფანჯრის ჩარჩო, 2 კედელი და მხოლოდ მესამე კედელზე მოხვედრისას დაკარგა ძალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×