რეზონანსი
23.10.2018

 გადაცემა "არჩევანში," გიორგი ვაშაძესა პარლამენტის წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ირაკლი სესიაშვილის ძვირადღირებული სახლის შესახებ სუბარს მოჰყვა, რომლზე საუბარიც, „შაბათის კურიერის“ რეპორტაჟი იყო.

"კორუმპირებული ხარ, აბა რა ხარ," - მიმართა ვაშაძემ სესიაშვილს.

უმრავლესობის დეპუტატმა კი გიორგი ვაშაძეს წინა ხელისუფლების პერიოდი შეახსენა.

„ფაბრიკაციებიც თქვენი პროფესიაა, ტყუილებიც თქვენი პროფესიაა, ძალადობაც თქვენი პროფესიაა და განსხვავებას რომ ვერ ხედავთ. მე გეტყვი განსხვავება რა არის. იცი რა ხელისუფლება გვყავდა, რომლის ნაწილიც იყავი, იცი რა მოძალადე იყო, როგორ აწამებდნენ, ბიზნესს როგორ ახევდნენ, სასამართლო როგორ ჯიბეში ედოთ, მედიას რას უშვებოდნენ, 7 ნოემბერი რად ღირს და მაინც მაგათთან დგახარ,“ - ასე უპასუხა სესიაშვილმა ვაშაძეს, რაზეც ვაშაძემ თავის მხრივ უპასუხა, რომ სესიაშვილს შეუძლია მისი ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×