რეზონანსი
23.10.2018

 პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების “რუსთავი2”- (გიორგი გაბუნია) “იმედი” (ირაკლი ჩიხლაძე) და ტვ პირველი (ინგა გრიგოლია) წამყვანებს პირდაპირი ეთერის რეჟიმში ინტერვიუ შესთავაზა, თუმცა გიორგი გაბუნია და ინგა გრიგოლია აღნიშნულ ინტერვიუს ვერ დაესწრებიან, რადგან მათი თქმით დანიშნული დრო ემთხვევა მათი გადაცემების დაწყების დროს, რის გამოც მათ შემცვლელი ჟურნალისტების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა ტელევიზიების შეთავაზებაზე და დაანონსებული ინტერვიუ 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში გავა, რომელსაც გაუძღვებიან: ტელეკომპანია “იმედი” – ირაკლი ჩიხლაძე, “რუსთავი2” – ეკა კვესიტაძე და ტვ “პირველი” – დიანა ტრაპაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×