რეზონანსი
23.10.2018

 რუსთაველი მშობლები ინფორმაციით, საჯარო სკოლის მიმდებარე პერიმეტრზე ფიქსირდება რამდენიმე შემთხვევა უცხო ადამიანებსა და მცერწლოვან ბავშვებს შორის კონტაქტის. ისინი კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებენ. ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით მესამე კლასელი ბიჭი მაღაზიაში შევიდა რა დროსაც მას უცნობი პირი აედევნა, ბიჭს შეეშინდა და მაღაზიიდან გამოსული სახლში სირბილით ავიდა.

"ინფო რუსთავი" შეეცადა არსებული ინფორმაცია შსს-ში დაეზუსტებინა. პოლიციაში აღნიშნეს, რომ  ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ 150-ე მუხლით რაც იძულებას გულისხმობს. მიმდებარე პერიმეტრზე არსებული კამერებიდან ჩანაწერები უკვე ამოღებულია, თუმცა მსგავსი ფაქტი ფიზიკურად ვერ დააფიქსირეს.

დღეს კი სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში ვრცელდება ინფორმაცია, სადაც ერთ-ერთი მშობელი წერს რომ სკოლასთან უცნობი პირი, რომელიც თეთრი ფერის "ჰონდა ფიტით" გადაადგილდება, ბავშვებთან, ხშირად კი გოგონებთან ცდილობს კონტაქტში შევიდეს და მათ სხვადასხვა ამბებს უყვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×