რეზონანსი
22.10.2018

 უცხოელებისთვის ბინადრობის აკრძალვის მოთხოვნით 35 ათასი ხელმოწერა შეგროვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავცელა.

"საინიციატივო ჯგუფმა დავასრულეთ ხელმოწერების შეგროვება, “უცხოელებზე ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვის” მოთხოვნითა და საკანონმდებლო წინადადების წარდგენით საქართველოს პარლამენტში. ნაცვლად 30 000-სა ,ხელზე გვაქვს 35 000 ხელმოწერა, რასაც წარვუდგენთ კიდეც პარლამენტს კანონით დადგენილი წესით 24 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 12 საათზე.

ამით ვასრულებთ მე-2 ეტაპს და გადავდივართ მე-3 ეტაპზე, რაც გულისხმობს ჩვენს მონაწილეობას აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და თქვენს ერთსულოვან თანადგომას კენჭის ყრის პროცედურების დაწყებამდე, როდესაც საკითხი გადაინაცვლებს პლენარული სხდომის დღის წესრიგში!" – აცხადებს ლორთქიფანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×