რეზონანსი
22.10.2018

 პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ იგი გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას, როგორც მომავალი პრეზიდენტი. 

"არის სახელმწიფო ენის საკითხი. ყველას აქვს გაცნობიერებული ის, რომ სახელმწიფო ენა არის პირდაპირი გზა წარმატებების და ინტეგრირების. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი. უფრო ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსა თუ ქალაქებში და ვერ იღებენ იმ სათანადო განათლებას სახელმწიფო ენაზე, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ იყვნენ სრულიად ინტეგრირებული სახელმწიფო, კერძო სტრუქტურებში ან ისარგებლონ იმ პროგრამებით, რომელიც გვაქვს ჩვენ. ავიღე ვლდებულება, რომ ამ ჯგუფებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, რათა ჩვენ გადავწყვიტოთ და ვნახოთ, რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს ამ საკითხს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×