რეზონანსი
22.10.2018

ღამის დისტრიბუციის საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განაცხადა, საკითხზე მსჯელობა 2019 წლამდე გადაიდო, ამოქმედება კი შესაძლოა, 2020-21 წლებში მოხდეს. იმ დრომდე, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტები არ შემცირდება, დისტრიბუტორები ისევ დღის საათებში იმოძრავებენ.

ამასთან, ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დისტრიბუციის ღამით გადატანა არა მხოლოდ სავაჭრო სექტორს, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებდა, რადგან პატარა ობიექტები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდნენ და ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობაც გაიზრდებოდა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერად არჩევის პირველივე დღეებიდან გამოვიდა ინიციატივით, რომ დისტრიბუციის ავტომანქანებს ღამის საათებში ემოძრავათ. როგორც ის განმარტავდა, დისტრიბუციის ავტომანქანები გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის დროს, ე.წ. პიკის საათებში პრობლემას ქმნიდნენ.

როგორც ახლა ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, 2019 წელს, შესაძლოა, სახელმწიფო უწყებებს თავად ასოციაციამ მიმართოს, რომ პრობლემების მოგვარების პროცესში თავადაც ჩაერთონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×