რეზონანსი
22.10.2018

 ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიზისი ღრმავდება, რაც ხელისუფლების არასწორმა ქმედებებმა გამოიწვია. დეპუტატი განსაკუთრებით მის კოლეგებს აკრიტიკებს.

„თავმოყვარე მინისტრი არ უნდა მივიდეს იმ პარლამენტში. პარლამენტს ჰქვია ვითომ მაკონტროლებელი ორგანო, მაგრამ იმდენად მუნჯი ადამიანები სხედან, მინისტრს რომ უყურებენ, კითხვის დასმისაც კი ერიდებათ. მე არ ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანს, რომელსაც საზოგადოებაც კარგად ხედავს. დანარჩენები არც კითხვას სვამენ, არც სუვილი უჩნდებათ, ერთადერთი რაც უჩნდებათ მინისტრის დანახვაზე, საკუთარი თხოვნებია. დიდი უკმაყოფილებაა საზოგადოებაში, რომელსაც ეს არჩევნები უფრო გააღრმავებს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ "360 გრადუსში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×