რეზონანსი
22.10.2018

 აზერბაიჯანში ცემით მოკლეს კაცი, რომელიც ნათესავის ცოლთან ერთად გაიქცა. 19 ოქტომბერს გუბინსკის რაიონში 25 წლის გათხოვილი ქალი დაიკარგა. გამოძიებით დადგინდა, რომ ის თავისი ქმრის ახლო ნათესავთან ერთად გაიქცა.

21 ოქტომბერს ქალის მამამ და ნათესავებმა ისინი იპოვეს და უკან დააბრუნეს. ქალი პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად წავიდა, 26 წლის კაცი კი თავის სოფელში დასასჯელად წაიყვანეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შედეგად ის მიყენებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი 3 პირი უკვე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×