რეზონანსი
22.10.2018

 დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს უფასოდ განახორციელებს. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. 

„იმ ადამიანებს, ვისაც საკუთრებაში ელექტრომობილები ჰყავს, შეუძლიათ მიმართონ გამგეობებს, შეუძლიათ მიმართონ დედაქალაქის მერიას და მათ საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც არის მუნიციპალური პარკინგები, ჩვენ უფასოდ მოვაწყობთ სპეციალურ დამტენებს, იმისთვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მანქანის დატენვა“, - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×