რეზონანსი
22.10.2018

 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შვილმკვდარი მამების აქციაზე ინციდენტი მოხდაю ზაზა სარალიძის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს, სამართალდამცავებმა კი ამის უფლება არ მისცეს და გამოდარებამდე პარლამენტის შენობაში შესვლა შესთავაზეს. სარალიძის განცხადებით, მას პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან.

„პოლიციას ჩვენთვის ჰქონდა ასეთი რამე ნათქვამი, ოღონდ კარავი არ გაგვეშალა, წვიმის დროს შეგვიშვებდნენ პარლამენტის შენობაში. gაგვიხსნეს ჯებირები, შეგვიშვეს, მაგრამ იქიდან დაცვის სამსახურმა გამოგვყარა. არ შეიძლებოდა იქ ყოფნა. აღმოვჩნდით წვიმაში ისევ. მანქანაში მედო კარავი და ვცდილობდით იმის გაშლას. "ვაფშე" აგვიკრძალეს ყველაფერი.

პროვოკაციას ჩვენ თვითონაც ვერიდებით უკვე, იმიტომ რომ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ზეწოლაზე წამოვლენ. თავად არღვევენ იმ კანონს. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად ჩვენ გვაქვს დროებითი კარვის განთავსების უფლება,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×