რეზონანსი
22.10.2018

 პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოში "ბანკების პარპაში უნდა დასრულდეს. რამდენადაც ბოლო დროს საქართველოში ყველაფერს დადგმულ სცენარს აბრალებენ, შეიძლება ლარის გაუფასურებაც დადგმულია და მერე ეს ჩვენს საკეთილდღეოდ შემოტრიალდეს. 

"ვერც ერთხელ ვერ მოვისმინეთ ვერც პირველი და ვერც მეორე გაუფასურების დროს არგუმენტები. მაშინ ვისმენდით რომ გაუფასურება ჩვენი მეზობლების გამო იყო. ჩვენი მეზობელი ვალუტები მყარდება, ჩვენთან ისევ უფასურდება კურსი. წარმომიდგენია არჩევნების შემდეგ რა დაემართება ლარს. 

ბანკები იმდენად დიდ მოგებას ღებულობენ ლარის კურსის თამაშით, რომ ამას თუ საკანონმდებლო შეზღუდვა არ დავუწესეთ, დამიჯერეთ ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ. ბანკების პარპაში უნდა დამთავრდეს. მოგეხსენებათ, ისინი "ბლუმბერგზე" წინასწარ ერთმანეთს აძლევენ ნიშანს. 

შაბათ-კვირას ხდება ხოლმე პრაქტიკულად კვირის კურსის დადგენა და ეს არის ინსაიდერული ინფორმაციის მიწოდება ერთმანეთისთვის. სანამ ეს იარსებებს, ბანკები ყოველთვის მოახერხებენ ჩვენი ჯიბიდან ლარის მერყეობის ხარჯზე ჯიბიდან ფულის ამოღებას", - აცხადებს დეპუტატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×