რეზონანსი
22.10.2018

 უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას, არ შეიძლება 3 წელი ვისაუბროთ მუდმივად მოლოდინზე. კურსის ვარდნის საკითხი უფრო სიღრმისეულად უნდა იყოს განხილული და შესაბამისმა უწყებებმა აიღონ პასუხისმგებლობა ვალუტის მოკლევადიან პერიოდში მერყეობაზე. 

„ამაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ გარკვეული პოზიცია და აიღოს პასუხისმგებლობა შესაბამისმა სტურუქტრებმა. არ შეიძლება 3 წელი ვისაუბროთ მოლოდინზე და მხოლოდ მოლოდინებით ხდებოდეს ახსნა ლარის კურსის ასეთი მერყეობის მოკლე პერიოდში. თუნდაც ეკონომიკურ ზრდაზეც რომ  ვილაპარაკოთ, აქაც კითხვის ნიშნებია. ვფიქრობ, ამაზე გვაქვს უფრო მეტად სასუბრო და არა ფარულ ჩანაწერებზე“,- აცხადებს ლევან კობერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×