საარჩევნო გარემოს შეფასებისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური კანდიდატები კამპანიას მუდმივი აგრესიის რეჟიმში წარმართავენ. ამის საპირისპირო მაგალითს იძლევა სალომე ზურაბიშვილი.
"საარჩევნო გარემო ჩვენ არავის არ მოგვწონს, არავის არ მოგვწონს ის, თუ როგორ წარმართავენ ოპოზიციური კანდიდატები ამ საარჩევნო კამპანიას. იგი წარიმართება მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და ხელს არ შეუწყობს, ნამდვილად, პოლიტიკური კულტურის, საარჩევნო კულტურის განვითარებას.
საპირისპირო მაგალითს იძლევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც წარმართა ეს კამპანია ევროპულ სტილში და ნამდვილად, ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს, თავის წვლილს შეიტანს ჩვენთან საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ამისთვის, მე მას პირადად მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.