რეზონანსი
22.10.2018

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილი ინგა გრიგოლიას, გიორგი გაბუნიას და ირაკლი ჩიხლაძეს ინტერვიუზე იწვევს. ამის შესახებ ინფორმაცას პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

"23 ოქტომბერს, 22.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიულისაქართველოს" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათისმთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ" - ირაკლი ჩიხლაძეს,ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი" - გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან - „რეაქცია" - ინგაგრიგოლიას, იწვევს მასთან ინტერვიუზე.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელიინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანებისშეკითხვებს უპასუხებს.

ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს. ინტერვიუს საერთოსიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პირდაპირ რეჟიმში ყველადაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის", - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×