რეზონანსი
22.10.2018

 წინა კვირას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მოსმენა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა პატარკაციშვილების ოჯახისთვის, რომელმაც განცხადებაც გაავრცელა. ჩანაწერების მოსმენის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის დედა ნათელა პატარკაციშვილი საავადმყოფოში გულის შეტევით მოხვდა. ის ჩაფიძის კლინიკაში მეოთხე დღეა მკურნალობს.

როგორც ნანა პატარკაციშვილი ამბობს, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლემ და შვილებმა უნდა გადაწყვიტონ ჩატარდება თუ არა ბიზნესმენის ცხედრის ექსჰუმაცია. დიდ ბრიტანეთში პატარკაციშვილის ცხედარს ექსპერტიზა 14 დღე უტარდებოდა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×