(რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა-ეკოტრანსპორტის" პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველოში შესაძლოა, ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს. ბახტაძის განცხადებითმ, მთავრობა ორ მსხვილ მწარმოებელთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5 წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე. ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაგვიჩნდება ბაზარი, საკმაოდ მსხვილი და ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე მსხვილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.