18 ოქტომბერს, 19 საათსა 45 წუთზე, ქალაქ ბარიში, სან-ანტონიოს სანაპიროსთან, გამვლელებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს. იტალიელმა სამართალდამცავებმა გარდაცვლილის ვინაობის დადგენა მას შემდეგ შეძლეს, რაც გიორგის ტელეფონზე მისმა მეგობარმა დარეკა. გაირკვა, რომ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, 31 წლის გიორგი ფერაძე იყო. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ქართველი ემიგრანტებისგან შევიტყვეთ, გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.
გიორგი ფერაძე ბაღდათის სოფელ ვარციხეში დაიბადა. ერთ-ერთი მეზობელის ინფორმაციით, ის სოფელში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, თუმცა წელს აღდგომის დღესასწაულზე ჩავიდა.
გიორგის მამა საქართველოს ერთიანობისთვის ყველა ომში მონაწილეობდა, დედა წლების წინ იძულებული გახდა ქვეყნიდან უცხოეთში წასულიყო სამუშაოდ. გიორგი და მისი ძმა საკმაოდ პატარები დატოვა. მერე გიორგიც წავიდა საქართველოდან, თავდაპირველად, რუსეთში იყო, დეიდასთან.
"ჩვენ აქ გიორგის სახით ძალიან ძლიერი საყრდენი დავკარგეთ. რაც არ უნდა მომხდარიყო, პირველი მოვიდოდა და გვერდში დაგიდგებოდა. ვურეკავდით და არ პასუხობდა, მერე ტელეფონი სულ გაითიშა. ერთ-ერთ დარეკვაზე პოლიციელმა მიპასუხა, ეს პიროვნება გარდაცვლილიაო. დედაჩემი წავიდა პოლიციაში. საშინელება იყო" ვურეკავდით და არ პასუხობდა, მერე ტელეფონი სულ გაითიშა. ერთ-ერთ დარეკვაზე პოლიციელმა მიპასუხა, – ეს პიროვნება გარდაცვლილიაო. დედაჩემი წავიდა პოლიციაში. საშინელება იყო", - განუცხადა "კვირის პალიტრას" გიორგის მეგობარმა ანი გორგაძემ.